რამზან კადიროვმა თავისი 22 წლის ქალიშვილი კულტურის მინისტრად დანიშნა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი, აიშატ კადიროვა დაიშნია. ამის შესახებ ინფორმაციას ინსტაგრამის გვერდზე ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი ავრცელებს.

მანამდე, კადირობის ქალიშვილს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. ის ამ თანამდებობაზე 2020 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა.