COVID19: 2 884 ადამიანი დაინფიცირდა, 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 884 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 814, 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,48%-ს შეადგენს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 042 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 889 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 153, PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია 631 563 კოვიდინფიცირებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 598 468-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 221 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.48%, 14 დღის - 5.94%, 7 დღის - 7.01%.

თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 607, ქვემო ქართლი - 154, შიდა ქართლი - 147, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 368, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.

აქტიური შემთხვევა: 23 848 საიდანაც, 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 402, აჭარაში - 381, იმერეთში - 991.

მძიმე პაციენტი: 945, მათ შორის, თბილისში - 315, აჭარაში - 83, იმერეთში - 314.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 257, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 25, იმერეთში - 32.• 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 - თბილისში, 179 - აჭარაში.

18 978 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 229 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 17 646 ადამიანი.