„9 ადამიანია გარდაცვლილი, უმძიმესი დღეა“, - უთხრა ბათუმში ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მას შემდეგ, რაც ნანგრევებიდან ბოლო გარდაცვლილი ამოიყვანეს.
მინისტრის თქმით, სამძებრო სამუშაო შეჩერდება.
„მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხე კიდევ არსებობს და შესაძლოა, კიდევ მოხდეს შენობის რაღაც ნაწილის ჩამოშლა. მშენებლები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ფიტონების და ე.წ. სინკარების ჩამოხსნა და დაექვემდებარება თუ არა ის დემონტაჟს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, გარდაცვლილ ბავშვებს შორის, ერთი წლის და სამი თვის არის, მეორე 7 წლის, მესამე 12-ის.
მისივე თქმით, ის ქუჩა, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, დაიკეტება, დემონტაჟის საკითხზე მოხდება მშენებლების შეკრება და შემდეგ ალბათ, რესტავრაცია.
მაშველებმა ბათუმში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ეს ბოლო დაკარგული იყო, რომელსაც ეძებდნენ. სამაშველო ოპერაცია დღის 12 საათიდან მიმდინარეობდა.
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. 26 მაისის ქუჩაზე, ბოლოს მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი ამოასვენეს, მანამდე, სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა.
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა წუხელ, სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს. ორი კაცი, ორი ბავშვი და ერთი ქალი.
ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ორ შვილთან ერთად მოჰყვა ნანგრევებში, კლინიკაში გარდაიცვალა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.
ამავე თემაზე:
მაშველებმა ბათუმში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს