ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა, კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ, გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
გადაწყვეტილება მან ქვეყნის პოლიტიკური ქაოსიდან გამოსვლის მიზნით ახსნა.
ავსტრიის კანცლერის გადადგომას წინ უძღოდა ავსტრიის პოლიციის მიერ გამოძიების დაწყება და პარტიის ოფისებში ჩხრეკა.
კურცს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი შეცვლის, პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს.