ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

ჩეხეთის ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია "ANO" დაამარცხა. Reuters-ის ცნობით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ოპოზიცია ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მოკავშირეებთან ერთად აანონსებს, რომელთაც ექნებათ საერთო უმრავლესობა.

ჯგუფმა „ერთად“ და ლიბერალურმა ბლოკმა „მეკობრეები/მერები“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად შესაძლოა, 108 ხმა მოაგროვონ, შედეგად, ასეთ შემთხვევაში ბაბიში მეორე ვადით პრემიერ-მინისტრი ვეღარ გახდება.

ხმების 98%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, შედეგები ასეთია: „ერთად“ – 27,49%, ANO (ბაბიშის პარტია) – 27,39%, „მეკობრეები/მერები“ – 15,39%.

მოქმედი პრემიერის პარტნიორები მმართველ კოალიციაში - სოციალ-დემოკრატები და კომუნისტური პარტია პარლამენტში ვერ შევლენ.

ამავე თემაზე:

ჩეხეთის მილიარდერი პრემიერი პოსტზე დარჩენას მეორე ვადით ცდილობს