საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სალომე ზურაბიშვილის თხოვნით საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილ წირვასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს:
„შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას: ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ტაძრის ოფიციალურ Facebook-გვერდზეა გავრცელებული:
„ყოველ შაბათს, ღამის 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის აღდგომის ტაძარში აღესრულება საღმრთო ლიტურღია.
10.10. 21 წ., კვირა დილით, წირვის შემდეგ შესრულდება ქ.ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯამრთელო პარაკლისი. ღამისთევით წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ილია (კავსაძე)“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 9 ოქტომბერს 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის შეკვეთილი წირვა აღევლინება.