ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა, 25 გარდაცვლილი და 24 257 მიმდინარე აქტიური შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 30 149 ტესტის შედეგად, ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%.

ბოლო 24 საათში 25 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 257, საიდანაც 4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 442. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 634 053-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 600 524.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა. 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 185 - აჭარაში.

19 257 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 230 პირი.•~

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 287 ადამიანი.