აშშ-სა და "თალიბანს" შორის პირველი შეხვედრა შედგა

აშშ-სა და "თალიბანს" შორის პირველი შეხვედრა შედგა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ოფიციალური პირები შეხვედრას "თალიბანზე" ზეწოლისთვის გამოიყენებენ, რათა ავღანეთში ინკლუზიური მთავრობა შეიქმნას, დაიცვან ქალთა უფლებები და დაუშვან ჰუმანიტარული სააგენტოები.

აშშ-ს განცხადებით, შეხვედრა "თალიბანის" აღიარებას არ ნიშნავს. მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთში არსებული ექსტრემისტული დაჯგუფებები და აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაცია.

"თალიბანსა" და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დოჰაში გაიმართა. ეს ავღანეთიდან აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის შემდეგ პირველი მოლაპარაკებაა.