ჰიმალაის ყველაზე მიუვალ სოფლებში მცხოვრებთ კოვიდვაქცინით ცრიან - შთამბეჭდავი ფოტოები ექიმების მოგზაურობიდან

ჰიმალაის მთებში ინდოეთის სოფელ მალანაში ჩასასვლელად, ექიმთა გუნდმა სამი საათი ფეხით იარა. მათ იქ მცხოვრები 1100 მოსახლე კოვიდვაქცინით უნდა აეცრათ.

რთული რელიეფისა და სამსაათიანი ლაშქრობის მიუხედავად ჯანდაცვის მუშაკებისთვის ეს იყო ყველაზე საინტერესო გამოწვევა პანდემიის პერიოდში.

მალანა გახდა ინდოეთის პირველი მთაში ჩაკარგული სოფელი, რომლის მოსახლეობაც სრულად იმუნიზირებულია.

მას შემდეგ, ჯანდაცვის მუშაკები ყოველდღიურად დადიან ჰიმალაის ყველაზე მიუვალ სოფლებში და მათ უკვე მოახერხეს და 5 მილიონი ზრდასრული ადამიანი აცრეს.

თავდაპირველად, იმისათვის, რომ ადამიანები ვაქცინის აუცილებლობაში დაერწმუნებინათ, ადგილობრივი სასულიერო პირები დაიხმარეს. რელიგიური პირის მოწოდების შემდეგ სოფელ მალანაში სამ დღეში შვიდასი ადამიანი აიცრა.

ინდოეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ დეკემბრისთვის მინიმუმ ერი დოზით მაინც აცრას მოსახლეობის ორი მესამედი. რათა ქვეყანა ტურისტებისთვის უსაფრთხო იყოს.

გთავაზობთ, ფოტორეპორტაჟს, რომელიც მედიცინის მუშაკების მთაში მოგზაურობას აღწერს. მათ საკუთარი ხელით, პატარა, ლურჯი მაცივრებით გადააქვთ მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინა.