მე-19 საუკუნის ღია ბარათები - როგორ წარმოედგინათ მომავალი 2000 წელს

1899 წელს, ფრანგი ილუსტრატორების ჯგუფს, რომელსაც ჟან მარკ კოტე ხელმძღვანელობდათ, დაევალა წარმოედგინა როგორი იქნებოდა საფრანგეთი 2000 წელს. ფუტურისტული ფოტოები თავიდან ოთხ ნაწილად - 1899, 1900, 1901 და 1910 წლებში თამბაქოს კოლოფებზე დახატული გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ნახატების მიხედვით ღია ბარათები დამზადდა.

როგორც ფოტოებზე ვხედავთ წინასწარმეტყველების ნაწილი ახდა, ბევრი რამ კომიკურად დაემთხვა თანამედროვეობას.

ბარათები დაახლოებით 1985 წელს იპოვეს და მისი დაბეჭვდის შემდეგ ფუტურისტულმა სერიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა პოპულარობა.

"საჰაერო ბრძოლა"

"საჰაერო მეხანძრეები"

მტვერსასრუტი

აპარატი კვერცხს მომენტალურად გადააქცევდა წიწილად

მოსიარულე სახლი

ბავშვები სპეციალურ მოწყობილობას დაიმაგრებდნენ თავზე და ინფორმაცია პირდაპირ ტვინში გადაიცემოდათ

მომავლის სილამაზის სალონი

როლიკებზე მდგარი ხალხი

ვიდეო ტელეფონი

"დისტანციურად საუბარი"

"მომავლის ჯარისკაცები ჯავშნიანი ველოსიპედებით"