იტალიურ კულინარიას გაეროს კულტურულმა სააგენტო განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. პიცა უკვე შეტანილია იუნესკოს, „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის“ სიაში, თუმცა ახლა იტალიური კულინარიული ტრადიციები და მათი გამოყენებისა და მიწოდების წესი დაჯილდოვდა.
„ჩვენთვის, იტალიელებისთვის, სამზარეულო არ არის მხოლოდ საკვები ან რეცეპტების კრებული. ის ბევრად მეტია: ეს არის კულტურა, ტრადიცია, შრომა, სიმდიდრე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.
კულტურულმა სააგენტომ იტალიური სამზარეულო აღწერა, როგორც „ოჯახთან და საზოგადოებასთან დაკავშირების საშუალება, იქნება ეს სახლში, სკოლაში თუ ფესტივალების, ცერემონიებისა და სოციალური შეკრებების მეშვეობით.“ იტალიის ინდუსტრიის ლიდერები და მთავრობის მინისტრები იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმს ქვეყანაში, რომელიც ყოველწლიურად, უკვე 80 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს.