რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც, მათ შორის სააკაშვილის დედა გიული ალასანია. გიული ალასანია შვილის მოსანახულებლად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას ხვალ გეგმავს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადების შემდეგ შეიკრიბნენ, რომლის თანახმად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ საღებავით წარწერების „თავისუფლება მიშას“, გაკეთებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, ამან კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.