კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებული სამი ბრალდებულის საქმეზე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომა დილის 09:30-ზე დაიწყო. სასამართლომ დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა სამი ბრალდებულისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავს, რომ "ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, კედლები, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა."

ადვოკატები საყრდენი კედლის მოხსნას უარყოფენ.

დაკავებულებს - ბინის მეპატრონესა და ორი მუშას, ბრალად ედებათ სამშენებლო წესების დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა

ბათუმში მომხდარ ნგრევის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს