ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 530 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 848 პაციენტი, 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 583 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 602 372, გარდაიცვალა 9 269 პაციენტი.
საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და კახეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 334, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 142, კახეთი - 294, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.25% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7.6%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 916, საიდანაც: 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 423, იმერეთში - 1 108. 1 006 მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში - 323, აჭარაში - 85, იმერეთში - 342. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 257 ადამიანი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 703 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 185 - აჭარაში. 18 699 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 233 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 19 717 ადამიანი.