იტალიამ 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80% აცრა. იტყობინება Reuters-ი.
60 მილიონიან იტალიაში 43.2 მლნ ორჯერადად ვაქცინირებულია.
როგორც ცნობილია, დელტა "შტამის" შემთხვევაში, რიგმა ქვეყნებმა უკვე 60%-ის ნაცვლად, 80%-ის აცრის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, რადგან ეს ვარიანტი სწრაფად ვრცელდებოდა.
იტალია ევროპაში ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.