ბოლო 24 საათში მხოლოდ 3 442 ადამიანი აიცრა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 10 ოქტომბერს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 3 442 ადამიანი აიცრა.

11 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 874 845 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.2 % სრულად ვაქცინირებულია 874 060 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.6 % 10 ოქტომბერს აიცრა 3 442 ადამიანი

ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-საც ვერ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

ამ ეტაპზე ინფიცირების 23 916 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 874 845 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.2%. სრულად ვაქცინირებულია 874 060 - მოზრდილი მოსახლეობის 30.6%.