იუსტიციის მინისტრი: საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო.

„ინფორმაცია გაავრცელა თავად საჯარო რეესტრმა, იყო მათ შორის ინტერვიუც, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი რომ გავხადოთ, საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ყველა კითხვა საჯარო რეესტრთან დაკავშირებით არის არამართებული“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა

პროკურორი: 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა კორპუსის მოსახლეობა არ გააფრთხილეს