Bild-ი გერმანია მიგრანტთა კრიზისში ლუკაშენკოს მონაწილეობის საკითხს იძიებს

გერმანია მიგრანტთა კრიზისში ლუკაშენკოს ჩართვის საკითხს იძიებს. ამის შესახებ გერმანული Bild-ი წერს. მედია წერს, რომ საქმე ეხება არალეგალი მიგრანტების ტრანსპორტირებას გერმანიაში.

კერძოდ, გერმანული გამოცემის ცნობით, Bild-ის თანახმად, მიგრანტების არალეგალური გადაყვანა ევროკავშირის ქვეყნებში, „სახელმწიფო დონეზეა“ ორგანიზებული, მინსკის მიზანი კი ისაა, რომ „აიძულოს ევროპა, სანქციები მოხსნას ბელარუსის წინააღმდეგ“.

აგვისტოს შემდეგ, დაახლოებით 4,000 მიგრანტი ჩავიდა გერმანიაში ბელარუსიდან, მათ შორის 1100 მხოლოდ ოქტომბრის პირველ კვირაში, წერს გაზეთი გერმანული პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით.

„არალეგალი მიგრანტების უმეტესობა ერაყიდან და სირიიდან არიან. ისინი მინსკში მიფრინავდნენ ბაღდადიდან და ერბილიდან (ერაყი), ასევე, დუბაიდან (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ბეირუთიდან, (ლიბანი), ამანიდან (იორდანია), სტამბოლიდან (თურქეთი) და დამასკოდან (სირია), ბელარუსის სტუდენტური ვიზებით.

ბელარუსის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ, მესაზღვრეებს და პოლიციელებს ისინი პოლონეთის საზღვრის ყველაზე ნაკლებად დაცულ ადგილებში მიჰყავთ“, - წერს გაზეთი“.

მიგრანტთა კრიზისი ევროკავშირის ქვეყნებსა და ბელარუსის საზღვარზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირმა მინსკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო Ryanair- ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო ბორტზე.

ლუკაშენკომ მაშინ განაცხადა, რომ ბელარუსი დასავლეთის ქვეყნებს, მის საზღვრებში არალეგალური მიგრაციის კონტროლში აღარ დაეხმარება.

პოლონეთის ხელისუფლებამ ბელარუსული მხარე მიგრანტთა კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. პოლონეთმა და ლიეტუვამ ლტოლვილთა მზარდი ნაკადის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეწყო კედლის მშენებლობა ბელარუსის საზღვართნ. ლატვიამ ასევე გამოაცხადა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების შესახებ.

აგვისტოდან ლიეტუვამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო.