მედია: პრინც ენდრიუს წინააღმდეგ საქმის გამოძიება შეჩერდება

დიდი ბრიტანეთის პოლიზიცია სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, ელისაბედ მეორის შვილის, პრინც ენდრიუს წინააღმდეგ შემდგომ ქმედებებს აღარ განახორციელებს.

მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულია. მიზეზი, არასაკმარისი მტკიცებულებებია.

ელისაბედ მეორეს შვილს ვირჯინია ჯუფრე უჩიოდა. ქალის თქმით, ენდიუმ მასზე სექსუალურად იძალადა, იმ დროს დაზარალებული 17 წლის იყო.

პრინცი ენდრიუ ელისაბედის მესამე შვილი და მეორე ვაჟია, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრეების რიგში მეცხრეა.

სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.