ჯანმო 60 წელს გადაცილებულებში Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მესამე დოზის გამოყენებას რეკომენდაციას უწევს

ჯანმო 60 წელს გადაცილებულებში Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მესამე დოზის გამოყენებას რეკომენდაციას უწევს.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ გამაძლიერებელი დოზით მოსახლეობის სრული ფენის ვაქცინაციას მხარს ჯერჯერობით არ უჭერენ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის მესამე დოზით აცრის რეკომენდაციასაც გასცემს.

პანდემიის დროს გადაუდებელი გამოყენებისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე ვაქცინაა დამტკიცებული: Pfizer-BioNTech-ი, Janssen-ი, Moderna, Sinopharm-ი, Sinovac-ი და AstraZeneca.

რაც შეეხება Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრილებისთვის გამაძლიერებელ დოზას, აქ სხვა ვაქცინაც შეიძლება, იყოს გამოყენებული 60 წელს გადაცილებულებში.

ჯანმო მიიჩნევს, რომ ვაქცინის დოზები პრიორიტეტული უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ელოდებიან აცრას.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მომავალში შეიძლება, საჭირო გახდეს გამაძლიერებელი დოზის უფრო ფართოდ გამოყენება, თუ დამტკიცდება, რომ პირველადი ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი იმუნიტეტი მცირდება, ან თუ გაჩნდა ახალი ვარიანტები, რომლებიც ხელს უშლიან ვაქცინას, ვირუსის წინააღმდეგ იმოქმედოს.