ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის სასანქციო სიაში კიდევ 8 ადამიანი შეიყვანა. მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში რუსული კანონების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელნი.
მათ ეზღუდებათ მოგზაურობა. ამასთან, სანქცია ითვალისწინებს ანგარიშების გაყინვასა და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას. სანქციები სუილ 185 ფიზიკური პირსა და 48 კომპანიაზე ვრცელდება.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის ან საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის შემზღუდავი ზომები პირველად 2014 წლის 17 მარტს შემოიღეს.
უკრაინის კრიზისის საპასუხოდ განხორციელებული სხვა ზომები მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე და ის მოქმედებს 2022 წლის 31 იანვრამდე.
ზომები ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, ამჟამად მოქმედებს 2022 წლის 23 ივნისამდე.