პოლ მაკარტნი აცხადებს, რომ The Beatles-ი ჯონ ლენონის მიზეზით დაიშალა

პოლ მაკარტნიმ წლების შემდეგ, BBC-ს რადიოსთან განიხილა The Beatles- ის დაშლის საკითხი და კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ ის იყო პასუხისმგებელი ჯგუფის დაშლაზე.

მაკარტნიმ განაცხადა, რომ ჯონ ლენონს სურდა The Beatles-ის გაუქმება.

„მე არ მიმიღია გადაწყვეტილება გაყოფაზე. ეს ჩვენმა ჯონ ლენონმა გააკეთა”, - აღნიშნავს პოლ მაკარტნი.

„ჯონ ლენონი შემოვიდა ოთახში ერთ დღეს და თქვა - „მე ბითლზს ვტოვებ“. არის თუ არა ეს გაყოფა? ეს იყო ჩემი ბენდი, ეს იყო ჩემი სამუშაო, ეს იყო ჩემი ცხოვრება. ამიტომ მინდოდა, რომ ეს გაგრძელებულიყო", - ამბობს პოლ მაკარტნი.

The Beatles - 1960 წელს ჩამოყალიბდა. პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება.

ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი).

ჯგუფი ოფიციალურად 1970 წელს დაიშალა. ჯონ ლენონი ნიუ-იორკში, 1980 წელს მოკლეს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით 2001 წელს გარდაიცვალა.