მედია: აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის რელიგიური ლიდერები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ

სრულიად სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ მეორე დღეს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რუსეთის პატრიარქთან, კირილთან შეხვედრას გეგმავს.

გარეგინ მეორე აზერბაიჯანის რელიგიურ ლიდერს, ამიერკავკასიის მუსლიმანთა სასულიერო მმართველობის თავმჯდომარეს, ალაჰშუქიურ ფაშაზადესაც ​შეხვდება.

გავრცელებული ცნობებით, შეხვედრის ინიციატორი რუსული მხარეა.

სამი ქვეყნის რელიგიური ლიდერი ბოლოს ერთმანეთს მოსკოვში, 2017 წლის 8 სექტემბერს შეხვდა.