გორში ექვსი საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტია „საქართველოსთვის” საჩივრები დააკმაყოფილა და ექვსი უბნის შედეგები გადაითვალა.

პარტიის წარმომადგენლის მამუკა ფანიაშვილის განმარტებით, ხელახლა დათვლის შედეგად, უმნიშვნელო „მეტობები აღმოჩნდა" „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

„ძირითადი გაყალბება მოხდა გარეთ „სომხური კარუსელის” სახით, ამიტომ ამას უბნების გადათვლა არ უშველის. თითქმის ყველა უბანს აკლია ბიულეტენი ოქმში, რაც ნათლად მოწმობს რომ ბიულეტენები გაიტანეს უბნებიდან”, - ამბობს მამუკა ფანიაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მომავალი მერის ვინაობა პირველივე ტურში გაირკვა.

„ქართული ოცნების" კანდიდატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა - 52.9% მიიღო; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ვასილ მახარობლიშვილმა 31.6%. კონსტანტინე ანანიაშვილმა - 12.84%; „ევროპული საქართველოს" კანდიდატმა ეთერ ჯალაღონიამ - 2.57%.