აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა

აშშ-ის მთავრობამ USAID-ს მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჯამში გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების 152 704 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 126 904, გარდაიცვალა 1 425 პაციენტი.