საქართველოში კორონავირუსი 4774 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 623, 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
დღევანდელი მონაცემებით, 47 723 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.01%. ბოლო 14 დღის - 6.58%, ხოლო 7 დღის - 7.98%
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 603 995-მდე. ვირუსს ჯამში 9 306 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 225, იმერეთი - 1 060, ქვემო ქართლი - 256, შიდა ქართლი - 349, გურია - 156, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 493, კახეთი - 617, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 59.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031, საიდანაც 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 563, აჭარაში - 402, იმერეთში - 1 119.
მძიმე პაციენტი: 1 042, მათ შორის, თბილისში - 334, აჭარაში - 77, იმერეთში - 362. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 ადამიანი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 20, იმერეთში - 30.
749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 221 - აჭარაში.
21 666 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 254 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 20 698 ადამიანი.