უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტი გახსნეს.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინასა და ევროკავშირს შორის რამდენიმე შეთანხმების გაფორმება.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დიალოგი უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტის ფარგლებში შედეგის მომტანი იქნება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ საზოგადოებაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გააქტიურება და ახალი სამშვიდობო სამიტის მომზადება განიხილეს.