აშშ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი მოსკოვშა. რუსეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ნულანდი შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შტაბის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს, პრეზიდენტის უფროს თანაშემწეს იური უშაკოვს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგეი რიაბკოვს.
ვიზიტის წინ მოსკოვი დათანხმდა ნულანდის მიმართ მიზანმიმართული სანქციების მოხსნას, რაც ხელს მას რუსეთში შესვლას უკრძალავდა.
სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა ერთი რუსი მაღალჩინოსანი ამოიღო სანქციების სიიდან.
რუსულმა მედიამ 10 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს იყო შეიარაღების საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის (შეიარღების კონტროლი) დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე ვორონცოვი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს გაემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება მაღალჩინოსნებს და სხვა თანამოსაუბრეებს ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხების განსახილველად.
14 ოქტომბერს კი ბეირუთში გაემგზავრება და სამოქალაქო საზოგადოების ლიბანელ წარმომადგენლებს, ასევე, მთავრობის ლიდერებს შეხვდება. საუბარი შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს და მომავალ არჩევნებს.
15 ოქტომბერს, ნულანდი ლონდონში მთავრობის მაღალჩინოსნებთან შესახვედრად გაემგზავრება და მთელ რიგ გლობალურ საკითხებს განიხილავს.
ოფისის დაკავების დღიდნა, პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთი სანქცია დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის, ასევე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.
ნულანდი იმ პირთა სიაში იყო, რომელთაც რუსეთში შესვლა ეკრძალებოდათ, მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში, კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა.