ავსტრიის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს დახვედრის საზეიმო ცერემონია გაუმართეს

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია მოუწყეს.

საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ავსტრიის რესპუბლიკის სამხედრო ფედერალურ დროშას და შესრულდა საქართველოს და ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.

პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

სალომე ზურაბიშვილი ავსტრიას 11 ოქტომბერს ეწვია.