საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატი ჩეხეთმა აღიარა

საქართველოს მიერ გაცემული კოვიდვაქცინაციის სერტიფიკატით ჩეხეთში ჩასვლა შესაძლებელია.

სრულად ვაქცინაციიდან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული. ვაქცინაცია ჩატარებული უნდა იყოს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინებით Pfizer-ი, Astrazeneca, Moderna, Johnson&Johnson.

ჩეხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ გაიდლაინში მითითებულია, რომ აცრილებს, რომელთა სერტიფიკატი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ პირობებს, ჩეხეთში გამგზავრება უვიზო მიმოსვლის პირობებით შეუძლიათ.