„უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან“, - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი და უკრაინა იზიარებენ პოლიტიკური კავშირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების მისწრაფებებს.
„უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან, დაწყებული მისი გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვით და დამთავრებული ჩვენი ახლო კავშირებით, კერძოდ ასოცირების ხელშეკრულებით. უკრაინის ევროპული მისწრაფებები და მისი ევროპული არჩევანი აღიარებულია და მისასალმებელია ევროკავშირის მიერ, როგორც ეს მოცემულია ამ შეთანხმებაში. ეს დასტურდება დეკლარაციაში, რომელიც დამტკიცებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ, 2017 წელს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.