თამარ გაბუნია, კოვიდ კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 112-ით გადაყვანას, თვითდინებით მისული პაციენტები აფერხებენ.
„მართალი გითხრათ, ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია. 112 ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველამ ერთიან სურათში ვიმოძრავოთ და ერთი ხაზი დავინახოთ. 112 -ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მასვე შეუძლია განსაზღვროს, ვისი მდგომარეობა არის განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. გარდა ამისა, თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში. ეს არაფრით არ უკავშირდება რაღაც ტიპის ზეგავლენას ვიღაცის მხრიდან. ამ შემთხვევაში ნაცნობობას ვგულიხმობ. ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როდესაც პაციენტი მოდის და მიაჩნია, რომ მის მდგომარეობა მძიმეა, კარს არავის გამოუკეტავს. აუცილებლად უნდა შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ, თუ არის დამძიმებული და ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. ხშირად ხდება ისე, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი. ამდენად, ყველასთან გვაქვს თხოვნა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა. ამიტომ, ამ ნაკადის მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლე ხანში მოგვარდეს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა აქაც 100%-იანი გადაზღვევა რთულია, რადგან ყოველთვის შეუძლია მოქალაქეს კლინიას მიმართოს. მას უფლება არ აქვს, რომ სერვისზე უარი უთხრას. ამ შემთხვევაში ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ყველა ნაკადი 100%-იანი სიზუსტით ვერ რეგულირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.