საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების სულ 10 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეინფიცირების, 10 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბაზებზე ბოლო გადატარებით რეინფიციების დაახლოებით ცხრიდან ათი ათასამდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.