საქართველო კორონავირუსის ვაქცინის უფრო ადრე მიღებაზე მუშაობს

საქართველო კორონავირუსის ვაქცინის ადრეულ პერიოდში მიღებაზე მუშაობს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ პირდაპირი კონტაქტებით ვაქცინა უფრო ადრე მივიღოთ. ვაქცინა მოსახლეობის 20 პროცენტისათვის, დაახლოებით 700 000 ადამიანისთვის არის შეკვეთილი. იმედი გვაქვს, რომ COVAX-ის პლატფორმა ამ ვაქცინას მოგვაწოდებს გაზაფხულზე, მარტი-აპრილის თვეებში. მწარმოებელ ქვეყნებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, რომ თუ შესაძლებელი იქნება, პირდაპირი კონტაქტებით უფრო ადრე მივიღოთ ვაქცინები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.