აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კერძოდ, მომდევნო კვირას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება, რომლის ფარგლებშიც ასევე ეწვევა უკრაინასა და საქართველოს.

ტურნეს ფარგლებში ლოიდ ოსტინი რუმინეთს და ბრიუსელსაც ეწვევა.

ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.