კანადა მზადაა ავღანეთიდან 40 ათასი ლტოლვილი მიიღოს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო Twitter-ზე წერს.
„კანადა ავღანეთიდან 40 ათას ლტოლვილს მიიღებს. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც, რომ გააქტიურდნენ და არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ ავღანეთიდან ლტოლვილების განსახლებაში მონაწილეობა მიიღონ“, - წერს ტრიუდო Twitter-ზმას შემდეგ რაც ავღანეთის მთავრობა ხელში "თალიბანმა" ჩაიგდო მილიონობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ცდილობს.