საქართველოში კორონავირუსი 4 837 ადამიანს დაუდასტურდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 49 386 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 32 217კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 169 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.79%, ბოლო 14 დღის - 6.95%, ხოლო 7 დღის - 8.52%.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581-მდე. ვირუსს ჯამში 9 332 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
აქტიური შემთხვევა: 30 256 საიდანაც, 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 605, აჭარაში - 435, იმერეთში - 1 161. მძიმე პაციენტი: 1 053, მათ შორის, თბილისში - 333, აჭარაში - 78, იმერეთში - 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 250 ადამიანი მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 18, იმერეთში - 27. 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 - თბილისში, 241 - აჭარაში. ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 22 279 ადამიანი.