იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავ თავისად მიიჩნევს, რუსეთთან უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.
„მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ მსოფლიო უფრო ჰუმანური არ გამხდარა და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წინა პლანზე რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ჩვენ მასთან სამშვიდობო შეთანხმება არ გვაქვს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხიც განვიხილეთ. რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.