ჟოზფ ბორელი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.

ბორელი აშშ-ში დღეს გაემგზავრა. მისი ვიზიტი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, ასევე თავდაცვის მდივნის მოადგილესთან ქეტლინ ჰიქსთან.

აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებიდან ეს, ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვაშინგტონში.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, აშშ-ში ვიზიტისას ჟოზეფ ბორელი ხაზს გაუსვამს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ძლიერი ალიანსის არსებობა მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური გამოწვევების გადასალახად, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური აღდგენა, კლიმატური ცვლილებები, დემოკრატიის უკუსვლა, საერთო ღირებულებების დაცვა, გლობალური საფრთხეებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.