შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისპოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ჭიათურის რაიონულისამმართველოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1969წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ.მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში დააკავეს.
მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღებაედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვადა აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული,„ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 2 აბი, ამავენარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზეგამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებითმიმდინარეობს.