გაეროს კლიმატის ცვლილების მოახლოებულ კონფერენციამდე, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი თავის კოლეგებსა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს კლიმატის ცვლილებების საფრთხესა და მწვანე განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
კლიმატის ცვლილება მსოფლიო მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის, თუ მას არ დავუპირისპირეთ კონკრეტული, ერთიანი ქმედება. 2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების მოახლოებულ კონფერენციამდე ელჩი დეგნანი თავის კოლეგებსა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს კლიმატის ცვლილებების საფრთხესა და მწვანე განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა“, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.