კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჯანმომ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა

ჯანმოს ახალი სამუშაო ჯგუფი კორონავირუსის წარმოშობას შეისწავლის. ეს იქნება მუდმივი ორგანო იქნება, რომელიც მომავალი პანდემიის დროსაც იმუშავებს.

„ეპიდემიებისა და პანდემიების გამოწვევის პოტენციალის მქონე ახალი ვირუსების გაჩენა ბუნების ფაქტია. SARS-CoV-2 უახლესი ასეთი ვირუსია, თუმცა ის ბოლო არ იქნება“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ეპიდემიის მიზეზის დასადგენად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დანიშნულმა გუნდმა აგვისტოში განაცხადა, რომ პროცესი შეჩერებულია, შემდგომმა დაგვიანებულმა პროცესმა კი შეიძლება მნიშვნელოვანი კვლევები გახადოს შეუძლებელი. სამეცნიერო ჟურნალ Nature- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისინი პოლიტიკურ და სამეცნიერო სფეროს ლიდერებს მოუწოდებენ, დააჩქარონ ეს კვლევები, ვიდრე ჯერ კიდევ დროა".

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ COVID19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ჩატარებული გამოძიების პირველმა ფაზამ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ წარადგინა.