ნორვეგიაში კაცი რამდენიმე ადამიანს მშვილდ-ისრით დაესხა თავს

ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მას შემდეგ, რაც კაცი მათ მშვილდ-ისრით დაესხა თავს. პოლიციამ განცხადებით, თავდასხმა ქალაქ კონგსბერგში, დედაქალაქ ოსლოს სამხრეთ-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (BST 17:30) მოხდა. იუწყება BBC.

ეჭვმიტანილი დაიჭირეს და სავარაუდოდ, ის მარტო მოქმედებდა.

პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიცია და ვერტმფრენია მობილიზებული.