ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 14-16 ოქტომბერს, ვიცე-პრემიერი შეხვედრებს აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
2021 წელს სლოვენია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილება.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბორუტ პაჰორთან, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან იგორ ზორჩიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ანჟე ლოგართან. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და სლოვენიის საგარეო უწყების ხელძღვანელები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს სლოვენიაში, კერძოდ, ქალაქ პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.
საქართველო-სლოვენიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში საპატიო საკონსულო პირველად იხსნება. დავით ზალკალიანი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.