ნორვეგიელი სამართალდამცველები იძიებენ, იყო თუ არა ტერაქტი მშვილდ-ისრით შეიარაღებულის თავდასხმა

ნორვეგიელი სამართალდამცველები იძიებენ, იყო თუ არა ტერაქტი მშვილდ-ისრით შეიარაღებულის თავდასხმა, რომელიც ქალაქ კონგსბერგში, დედაქალაქ ოსლოს სამხრეთ-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (BST 17:30) გვიან ღამით მოხდა. იტყობინება BBC.

დაღუპულია 5 ადამიანი. თავდამსხმელი, 37 წლის დანიელი კაცი დაკავებულია.

კონგსბერგის მერმა კარი ანა სენდმა განაცხადა, რომ ეს იყო შოკისმომგვრელი თავდასხმა, რომელიც მოხდა იმ ადგილას, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა და რომ კრიზისული ჯგუფი ნებისმიერ დაზარალებულს დაეხმარება.

პოლიცია მიიჩნევს, რომ თავდასხმის ორგანიზატორი მარტო მოქმედებდა და გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი.