ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში მოხდება

„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში.

„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამავე თემაზე:

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები. ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა