ანდრია ჯაღმაიძე: მეუფეების განცხადება საპატრიარქოს პოზიცია არ არის

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტების მიერ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს საპატრიარქოს პოზიციას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული.

ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „ფორმაულას“ ცნობით.

შეკითხვა ეხებოდა რიგი სასულიერო პირების ხელმოწერას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, დაახლოებით ორი კვირაა, შიმშილობს.