ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. 37 წლის კაცის მდგომარეობა თავიდან საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

ექიმების ცნობით, პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება მკურნალობა და ექიმების მეთვალყურეობა, ამიტომაც ის კლინიკაში რჩება.

37 წლის მამაკაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა. ნანგრევებიდან სწორედ ის ეკონტაქტებოდა მაშველებს მთელი დღის განმავლობაში. 8 ოქტომბერს, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი კიდევ ერთი ადამიანი გამოიყვაეს, მაგრამ ახალგაზრდა ქალის მდგოამრეობა იმდენად დამძიმდა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.