საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, საქართველოში მიწისვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:51 ზე დაფიქსირდა, ეპიცენტრი კი სოფელ სამებასთან იყო და მისი სიძლიერე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.