„როგორ გავუმკლავდებით ჩინეთის აღზევებას, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა, დამოკიდებული იქნება ევროპის ერთიანობაზე“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
ესპანეთში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის ერთიანობა მნიშვნელოვანია გარე ძალებთან გასამკლავებლად.
"ევროპაში უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის დაყოფას. ევროკავშირში პრობლემები შეიქმნება, თუ ცალკეული წევრები ეროვნულ ინტერესებს საერთო ევროპულ წარმატებაზე მაღლა დააყენებენ",-აცხადებს მერკელი.
ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი დღეს ევროპის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის კარლოს მეხუთეს სახელობის პრემიით დააჯილდოვეს. ცერემონიალს ესწრებოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.
მერკელი ახალი კანცლერის დამტკიცებამდე გერმანიის მთავრობას ჯერ ისევ ხელმძღვანელობს.